საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 43 წლის ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია.

„ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება“

ამბობს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლები