ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია ლიცენზიის სახეობების დივერსიფიცირებაზე, ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე, ლიცენზიანტების სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებაზე და სხვ.

„ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგემება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს“

განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წიაღის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.

მსგავსი სიახლები