ნათია თურნავას განცხადებით, სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.

„იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი, ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.

ასევე, APM Terminals-თან ერთად ფოთის პორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს მოლაპარაკება მათთან პრივატიზაციასთან დაკავშირებით და მალე ეს პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა.

იმდენად ხარისხიანია ჩვენი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, იმდენად მნიშვნელოვანი საჯარო პროექტები განხორციელდა ამ სფეროში და იმდენად დიდი რეფორმებია დაგეგმილი, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენი დერეფნის გაციფროვნების თვალსაზრისით, რომ ვერანაირი გაციფროვნება ჩვენს დერეფანს კონკურენტუნარიანობას ვერ დააკარგვინებს“

განაცხადა თურნავამ.

 

მსგავსი სიახლები