მიანმარში საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა კაცისა და მოზარდი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

20 თებერვალს ქალაქ მანდალაიში სამთავრობო ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნეს. მოვლენების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით დაშავებულია კიდევ 30-მდე დემონსტრანტი.

საპროტესტო აქციები 20 თებრვლამდე მშვიდობიანი სახით მიმდინარეობდა. 20 თებერვალს მანდალაიში მცირე შეტაკება მოხდა გაფიცულ მუშებსა და პოლიციას შორის, რასაც სამთავრობო ძალების არაპროპორციული ქმედება მოჰყვა.

მსგავსი სიახლები