ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, მომდევნო კვირაში უნდა განისაზღვროს კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო და იმ პირთა ნუსხა, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდება.

საქმე ეხება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების საქმეს, რის გამოც ევროკავშირი შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას ითხოვს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების მომხრეა. განიხილება რუსი მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალავა და მათი ფინანსური აქტივების გაყინვა.

მსგავსი სიახლები