პირველი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ოპერაციების დაფინანსება განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე“

აღნიშნულია მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ დადგენილებაში

მსგავსი სიახლები