ბოლო სიახლეები


79 წლის ასაკში, ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი ბერტრან ტავერნიე გარდაიცვალა.

ტავერნიემ 60-იან წლებში რამდენიმე კინოროლი შეასრულა. 1974 წელს სადებიუტო ფილმი L'horloger de Saint-Paul გადაიღო. გადაღებული აქვს ფილმები Dimanche A La Campagne, Round Midnight, Life and Nothing But, Daddy Nostalgie.

კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს კანის, ბერლინის, ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები. არის BAFTA-ს, სეზარის და ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებული.

ბოლო წლებში ლუმიერების კინოინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი სიახლები