ბოლო სიახლეები


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ესპანეთთან ჩაატარა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. 44-ე წუთზე ესპანელების კარში ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მესამე დამატებით წუთზე კი სტუმრებმა წინ გასვლა შეძლეს.

მსგავსი სიახლები