ბოლო სიახლეები


„ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი ნამახვანჰესის აშენებაზე გადის“

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი ჰესზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, ნამახვანჰესი იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურთაგანია, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებული პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კერძოდ, იცით, რომ კაშხალი არ აშენდება მანამ, სანამ არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც შეეხებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება.

მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო და ისიც  გააკონტროლებს, რომ ყველას ჩართულობა იყოს პროცესში. ამიტომ, ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით. ხალხი თვითონ გადაწყვეტს, თუ რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. რაც შეეხება კომპენსაციებს, კომპანიამ უკვე 34 მლნ ლარამდე კომპენსაცია გასცა 280 ადგილობრივ ოჯახზე“

აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლები