- 2021-04-06 13:27:41
- დრო: 2021-04-06 13:27:41 | 61
აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვია. კერძოდ,რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკრაინის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს დასახელებულ პუნქტებთან ავდეევკასთან, ლებედინსკოესთან, ვოდიანოესთან, ზოლოტოესთან და ნოვოალექსანდროვკასთან.
მსგავსი სიახლები
-
ჩეხეთი პრაღაში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებს. ჩეხური მხარის თანახმად, თვრამეტივე რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და.
-
პროფკავშირის „ექიმების ალიანსის“ თანახმად, იზრდება რისკი, ალექსეი ნავალნის თირკმელებმა უმტყუნოს. პოლიტიკოსს მხედველობის პრობლემებიც შეექმნა. უკვე ორ კვირაზე მეტია, ნავალნიმ შიმშილობს და კოლონიაში ექიმის დაშვებას ითხოვს.
.