ბოლო სიახლეები


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მათი დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან.

მათივე ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური (რაცია) რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები“,

ნათქვამია ინფორმაციაში

მსგავსი სიახლები