ბოლო სიახლეები


კასეტური ჭურვები გამოყენებული იყო სამხედრო ობიექტების, რუსული შეიარაღების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ძალიან ცუდია ხელისუფლების პროპაგანდა, რომელსაც იგი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყენებს. სერგი კაპანაძის კომენტარი ყველამ ვნახეთ, მას არ უთქვამს, რომ კასეტური ბომბები იყო გამოყენებული ცხინვალში. კასეტური ჭურვები გამოყენებული იყო სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, მაგრამ არა ცხინვალში და არა დასახლებებში. კი, გამოყენებული იყო რუსული შეიარაღების წინააღმდეგ და მიზანი იყო, დაეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მოეხდინა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია. სერგი კაპანაძის პოსტებსა და ვიდეოში, რომელიც გამოაქვეყნა, ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ კასეტური ჭურვები არ იყო გამოყენებული დასახლებულ პუნქტებსა და ცხინვალში. კასეტური ჭურვები გამოყენებული იყო სამხედრო ობიექტების, რუსული შეიარაღების წინააღმდეგ, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და ეს იმთავითვე ითქვა 2008 წელს“,

განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდონიანი მოსახლეობა არა“.

მსგავსი სიახლები