ბოლო სიახლეები


საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც კომპანია - „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი ხარისხის ზამთრის ახალი სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრნენ.

„გერმანული კომპანია - „ჰაიქსი“ მსოფლიო ბაზარზე ფეხსაცმელების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია საიმედო, უმაღლესი ხარისხის და ინოვაციური პროდუქციით. ფეხსაცმელი არის წყალგამძლე და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, „ჰაიქსის“ სამხედრო ფეხსაცმელი კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად და გააჩნია მოცურებისგან დამცავი ძირი. „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით მარაგდება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების როგორც შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების ძალები და პოლიცია, ასევე სამაშველო ქვედანაყოფები. თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი“

ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლები