საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, „ჰაიქსის“ ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს.

მსგავსი სიახლები