„უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე - აი ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ“

განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს და „მატება იყოს ცოტადან და არა ბევრიდან“.

„აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ თებერვლიდან მესამე ტალღა დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ“

აღნიშნა ცერცვაძემ.

 

მსგავსი სიახლები