„გირჩი -  მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის რაც იქ ხდება, არის სირცხვილი.

„ბუკნარში რაც ხდება - არის სირცხვილი

ადამიანებს არ აძლევდე სალოცავის მშენებლობის უფლებას - არის ფსკერი

ახალგაზრდებს თავს უტეხდე იმიტომ რომ ისინი შენგან განახვავებული რწმენის მატარებელნი არიან - არის შედეგი საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალწლიანი არაჰუმანური და ანტიქრისტიანული ტვინების წმენდის

ის რომ ასეთ სამარცხვინო და საშიშ რეალობაში ვართ - არის პირდაპირი დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების, რომლებიც ნაცვლად იმისა რომ განსხვავებული ადამიანების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობდნენ ხელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგრძელებენ საბჭოთა სუკის მავნებლურ პოლიტიკას სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებში, რომელიც გულისხმობს მათ ხელით მართვას დაყავი, ერთმანეთის მტრებად აქციე და იბატონე პრინციპით“

წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.

 

მსგავსი სიახლები