- 2021-01-13 22:30:26
- დრო: 2021-01-13 22:30:26 | 21
ხოშტარია ბუკნარზე: ეს სახელმწიფოს ნგრევის მაგალითია, ხელისუფლება კი შუღლს უფრო აღვივებს
„ბუკნარის მოვლენები არის სახელმწიფოს ნგრევის ნათელი მაგალითი. განსხვავებული შეხედულებების თუ მრწამსის საკითხები სახელმწიფოებში მშვიდობიანი თანაცხოვრებით წყდება. ხელისუფლება წლების განმავლობაში ან არ რეაგირებს, ან ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას.
საქართველოში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების საფუძველი, ეს არის ხელოვნური პროცესი, რომელიც მხოლოდ ჩვენი მტრის, რუსეთის ინტერესშია.
ხელისუფლებამ დროულად უნდა ირეაგიროს და ჩააცხროს ეს ძალიან საშიში დაპირისპირება“
ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს.
მსგავსი სიახლები
-
„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი, Facebook-ით საკუთარ განცხადებას ეხმიანება, რომელშიაც ის ამბობს, რომ „ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის გასაყოფი არაფერი არ არის“.
.