ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-8 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე საბრძოლო სროლებსა და წვრთნების მენეჯმენტს დაეუფლებიან. ბატალიონს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრთან ერთად ამერიკის არმიის ინსტრუქტორები მოამზადებენ“

აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლები