ბოლო სიახლეები


2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ თვალსაზრისით, აქტიურად ხორციელდება („სუ-25“-ების, მოიერიშე შვეულმფრენების, „მი-24“-ებისა და ამერიკული „UH-1“-ების) აღდგენა-მოდერნიზაცია.

შეგახსენებთ, რომ წელს უნდა დასრულდეს ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზაც. ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“

განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მსგავსი სიახლები