„შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს“

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებდა.

გაბუნიას თქმით, Pfizer-მა დამატებითი პირობები დააყენა და ამიტომაც გაურკვეველია, თუ როდის მოხდება ვაქცინების შემოტანა. 

„ამ კვირაში დაინიშნა კონსულტაციები და ამის შემდეგ გვექნება უკვე ზუსტი პასუხები და გავიგებთ, თუ რას უნდა ველოდოთ Pfizer-სგან და როდის"

თქვა გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლები