ნიკა მელიას დაკავებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სამართლებრივი წესრიგის აღსრულებად აფასებს.

„როდესაც თავს აცხადებს კანონგარეშედ და ამბობს, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.

სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა რომ ემუქრებოდა პატიმრობა, შესაბამისად მან განგებ აირჩია პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაცია.

დღეს დავინახეთ რომ სამართალდამცვამა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე“

ამბობს თალაკვაძე

 

 

მსგავსი სიახლები