„ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად ვიწყებთ ძალიან დიდ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ბოლშევიკური რეჟიმისგან“

განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება სამ საათზე კანცელარიასთან და პირობას ვაძლევ ყველა რეგვენს, ვინც პარლამენტის ტრიბუნიდან ზიზღის ენას აფრქვევდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქროს, ამის პირობას გაძლევთ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ვიყავით ზუსტად ამ თავისუფლების ფრონტზე“

თქვა დეკანოიძემ.

 

 

მსგავსი სიახლები