- 2021-03-16 16:00:39
- დრო: 2021-03-16 16:00:39 | 83
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 79 მომხრე, 0 წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.
ასევე, პლანარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი - კულტურის კომიტეტი იქმნება.
მსგავსი სიახლები
-
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
-
79 წლის ასაკში, ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი ბერტრან ტავერნიე გარდაიცვალა.
ტავერნიემ 60-იან წლებში რამდენიმე კინოროლი შეასრულა. 1974 წელს სადებიუტო ფილმი L'horloger.