ბოლო სიახლეები


დავით გარეჯის საქმეზე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მისცა ჩვენება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელმა ოფიციალურად გაიჟღერა.

დაკავებული კარტოგრაფის ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნოღაიდელის ჩვენებაში მელაშვილი და ილიჩოვა არ ჰყავს ნახსენები, რადგან, მისივე ინფორმაციით, ყოფილ პრემიერს კონკრეტული და ხელშესახები ინფორმაცია არ აქვს გამოტანილი ჩვენებაში.

ნესტან ლონდარიძეს ასევე აქვს ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკური ნიშნით „იკერება“ და კარტოგრაფები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირებამდე მივიდნენ.

როგორც ნოღაიდელი თავის ჩვენებაში აცხადებს, მას სადემარკაციო წევრების ვინაობა არ ახსოვს, რადგან კომისიაში ფორმალურად იყო და სინამდვილეში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებდა.

აქვე, გამოძიების მასალებში არ იძებნება წერილი, რომელიც ნოღაიდელმა აზერბაიჯანის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს მიწერა და რომელშიც დავით გარეჯის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების აღდგენას სთხოვდა.

ნოღაიდელი პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს. ყოფილი პრემიერი არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდა მასთან საგამოძიებო უწყებას.

მსგავსი სიახლები