ბოლო სიახლეები


აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვია. კერძოდ,რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკრაინის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს დასახელებულ პუნქტებთან ავდეევკასთან, ლებედინსკოესთან, ვოდიანოესთან, ზოლოტოესთან და ნოვოალექსანდროვკასთან.

მსგავსი სიახლები