ბოლო სიახლეები


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებია საჭირო. ამასთან, მარგარეტ ჰარისმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას.

მსგავსი სიახლები