ბოლო სიახლეები


პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

სერგეენკოს თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ინფექციური დაავადებების დასამარცხებლად.

„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც დაიწყო საქართველოში, უფრო და უფრო ფართოვდება. რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი.კერძოდ, 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების და ამჯერად მეც აღმოვჩნდი ამ სიაში. აქამდე არ შემეძლო, მოქმედი ექიმი არ ვარ და მხოლოდ მოქმედი ექიმებისთვის იყო აცრა შესაძლებელი. დღეს გავიკეთე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია.მერვე, მეთორმეტე კვირის ფარგლებში აუცილებელია მეორე ვაქცინაცია. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და მინდა, ყველასა ვთხოვო, გაიკეთოს ვაქცინაცია, გაიაროს ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტაროს ვაქცინაცია“,

აღნიშნა სერგეენკომ.

მსგავსი სიახლები