ბოლო სიახლეები


საქმის მასალებში არის მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები, რაც დღეს მოხდა, მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა.

„რაც დღეს მოხდა, მოსალოდნელი იყო. მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები და ის, რომ პროტოკოლი დაირღვა, ყველაფერი იყო საქმის მასალებში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ დეტალებზე არ ვამახვილებდით ყურადღებას. ზუსტად ეს იყო თვითმიზანი, რომ არ ვავრცელებდით ინფორმაციას. თავიდან ყველა მოწმე აძლევს იდენტურ ჩვენებას და შემდგომ უკვე ჩვენებები ირევა და ორდღიან შუალედში ყველა მოწმე ცვლის ჩვენებას, საუბრობენ ახალ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს დანაშაულს. სწორედ ამ დანაშაულის ფარგლებში მოხდა პროკურატურის მხრიდან რეაგირება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, გარკვეულ გარემოებებს ვაზუსტებთ ახლა ჩვენც, კონტაქტზე ვართ კონკრეტულ პირებთან და ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ ყველაფერს კიდევ უფრო დეტალურად“,

განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლები