ბოლო სიახლეები


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა დაზიანება სამართალდამცველს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

დაჭრამდე, ოჯახი 112-ს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კაცი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდათ. პოლიციელი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. კაცის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.

მსგავსი სიახლები