ბოლო სიახლეები


„შეიძლება, მე მინდოდა, კიდევ ბევრი რამ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის“,

განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში, მედიატორებთან შეხვედრის დასრულების.

მისი თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი  დოკუმენტის თაობაზე პარტია პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს.

„თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს, რა წერია ამ დოკუმენტში, ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. ორივე საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება გამოყენებული იყოს და არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  რაც შეეხება როგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43%-ის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით“,

ამბობს ვაშაძე. 

მსგავსი სიახლები