ბოლო სიახლეები


უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა.

ქართული ლეგიონის ჯარისკაცი შეტაკებებისას გარდაიცვალა. მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს.

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა დონბასთან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, სინამდვილეში კი გეგმავს, საფრთე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

მსგავსი სიახლები