ბოლო სიახლეები


ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მოგესალმებით ბატონო მინისტრო, ბატონო გენერალო. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დამკვირვებელ-მაკონტროლებელ და მრჩეველთა ჯგუფს, 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, გილოცავთ პროგრამის დასრულებას. ჯარისკაცებო, თქვენ ინარჩუნებთ მტკიცე ძალისხმევას, რომ ამ რთულ დროში, მოემზადოთ საქართველოს დასაცავად. ამ სამი თვის განმავლობაში თქვენ გაიარეთ რთული სასწავლო პროგრამა, გლობალური პანდემიის და თუნდაც ქარბუქის მიუხედავად. თქვენ ჩამოაყალიბეთ თქვენი გუნდები და განავითარეთ თქვენი უნარები და ისწავლეთ, რომ არა მხოლოდ საერთო აღჭურვილობას, არამედ საერთო პრინციპებს და საერთო სამხედრო კულტურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ურთიერთთავსებადობისთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. მე გთხოვთ, მიიტანოთ აქ ნასწავლი გაკვეთილი თქვენს განლაგების ადგილებში და მოგიწოდებთ, გაუზიაროთ ის საქართველოს თავდაცვის ძალების დარჩენილ ნაწილს“,

განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლები