ბოლო სიახლეები


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, თავის გამარჯვებას დაკავებულ მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უძღვნის. ამის შესახებ დათუნაშვილმა ტელეკომპანია მთავარს უთხრა.

„მინდა ეს გამარჯვება, პირველ რიგში მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც დღეს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოს ზიან ციხეში. ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამისთვის ზის საპყრობილეში. მინდა ამ გამარჯვებით ამ ხალხს, რაღაცნაირად ცოტა შევუმსუბუქო“.

ამბობს დათუნაშვილი და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

მოჭიდავე ძმები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს დააკავა. უწყების ცნობით 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს.

მსგავსი სიახლები