ბოლო სიახლეები


აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით.

რუსულ მედიასთან საუბრისას უშაკოვმა თქვა, რომ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღის შესახებ ზუსტი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„გადაწყვეტილებას მრავალ ფაქტორზე დაყრდნობით მივიღებთ“,

განაცხადა უშაკოვმა, რომელიც 1998-2008 წლებში აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის წინადადება შეხვედრის შესახებ კრემლში დადებითად მიიღეს.

მსგავსი სიახლები