ბოლო სიახლეები


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას „უსაფუძვლო და ფაქტების საწინააღმდეგო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამას „დესტრუქციული გავლენა ექნება.

„ბაიდენმა საუკუნეზე მეტის ხნის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიყენა არასამართლიანი ფრაზა, რომელიც ისტორიას არ ეფუძნება. ამან ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა. ეს საკითხები ისტორიკოსებს უნდა მივანდოთ და არა პოლიტიკოსებს. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარისგან არავითარი პასუხი არ არის. დასავლეთ პირფერობას ავლენს სომხეთის საკითხზე და ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში“,

განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში, „სომხური ჯგუფები უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ“.

მსგავსი სიახლები