ბოლო სიახლეები


თბილისის მერი კახა კალაძე მახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.

კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა. ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!“,

წერს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლები