ბოლო სიახლეები


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება.

მისი თქმით, ლაბორატორიაში როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლიან.

„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს“,

განაცხადა ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მსგავსი სიახლები