ბოლო სიახლეები


ამნისტიის კანონპროექტის ჩვენი ვერსია ძალიან კონკრეტულია, ხელისუფლების ვერსია არის უფრო ბუნდოვანი და ფართო, მეტ მუხლს მოიცავს და ტოვებს მანიპულაციების საშუალებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტებს შორის განსხვავება მიდგომებშია.

„ჩვენ გვინდა შეთანხმების ყველა პუნქტი დავიცვათ. მიდგომა ჩვენსა და „ქართული ოცნების“ პროექტებს შორის არის სხვადასხვა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეხებათ თუ არა ეს ჯალათებს, არც ერთ ვერსიაში, არც ჩვენი და არც ხელისუფლების ვერსიაში ამნისტირება ჯალათებს არ ეხებათ, არ ეხებათ არც მათ, ვინც ადამიანებს განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენეს სხეულზე, არ ეხებათ არც ამ საქმეებზე ბრძანების გამცემებს-ეს მკაფიოდ წერია ორივე პროექტში და ეს იყო პრინციპული საკითხი. განსხვავება არის მიდგომაში. ჩვენ კონკრეტული მუხლები გვიწერია კონკრეტული ჩამკეტებით და განჭვრეტადია ვის შეეხება ეს. ძალიან კონკრეტულია ჩვენი ვერსია, ხელისუფლების ვერსია არის უფრო ბუნდოვანი და ფართო, მეტ მუხლს მოიცავს და ტოვებს მანიპულაციების საშუალებას“,

განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი სიახლები