ბოლო სიახლეები


ალიევის თქმით ის არასდროს დაუშვებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო სომხეთის სახით იყოს.

„ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი ისე, რომ აზერბაიჯანელი ხალხი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის, ამ კონფლიქტის არასრული გადაჭრა. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ. არაერთხელ მითქვამს, რომ არასოდეს დავუშვებთ მეორე, ასე ვთქვათ, „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და დღევანდელი მოვლენები ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“ – განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამის შედეგად არის მსხვერპლი. ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ, მთიანი ყარაბაღის გარშემო. კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრის მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოყოლია.

მსგავსი სიახლები